Monday, February 29, 2016

პროექტის განაცხადის ფორმა
განმცხადბლები


სსიპ ქ. გორის მე-7 საჯარო სკოლის მე-9კლასის მოსწავლეები :  ნუცა შკუბულიანი ,მარიამ ხიზამბარელი  ,  ანა კაპანაძე, ანა გიორგაძე, ნუკა თვაური, ანანო ახალბედაშვილი,მარიამ თინიკაშვილი.
მერი ბეჟუაშვილი-სამოქალაქო განათლების პედაგოგი .სამოქალაქო კლუბის მეურვე.
მისამართი: გორი, სულხან-საბას 27
ელ. ფოსტა: bejuashvilimeri@gmail.com
ტელ: 577 09 16 01
რეგიონი -შიდა ქართლი



პროექტის ბენეფიციარები
 ქ.გორისა და გორის რაიონის საჯარო და საბაზო სკოლების  მოსწავლეები .ეთნიკური უმცირესობები.  კერძოდ ,  გორის რიონის სოფელ ორთაშნის  აზერბაიჯანული მოსახლეობა.



პროექტის განხორციელებაში ჩართული ადამიანური რესურსი
    20  მოსწავლე, გორის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ალტრუისტები“, 3 მასწავლებელი, გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები,  რესურსცენტრი,ქ.გორის პირველი ,მე-3 ,მე-7 ,მე-8 ,მე-9 საჯარო სკოლები,გორის გიორგი მთაწმინდელის სასულიერო სემინარია ,გორის მუნიციპალიტეტის ატენის საჯარო და ორთაშნის საბაზო სკოლები ,გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოწვეული სოციოლოგი და მოწვეული ექიმი ,   ,ფეხბურთის ფედერაცია ,შიდა ქართლის კავშირი „ქართული საბრძოლო ხედლოვნება“-შავფაროსნები,    ,დანაშაულის პრევენციის ცენტრი, „ლიდერთა სახლი -გორი.ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი.ტოლერანტობის ცენტრი .



1.


პროექტის სახელწოდება

მცირე საგრანტო პროექტი „საზაფხულო ეთნოსკოლა“.


2.

პროექტის დაწყების და დამთავრების თარიღი
2015  წლის  28ივნისი   -  2015  წლის 28  სექტემბერი


3.
პრობლემის განსაზღვრა

პრობლემის  აღწერა:  კვლევებმა აჩვენა ,რომ  ქ. გორსა და გორის რაიონმში ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის ცხოვრებაში. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ რელიგიას და ტრადიციებს. აზერბაიჯანელები ცხოვრობენ გორის გარეუბანში-სოფ. ორთაშენში, თედოწმინდასა და ტანას ხეობის სოფ. ლევიტანაში. ქალაქის მოსახლეობისაგან განსხვავებით, სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები არ არიან ინტეგრირებულნი ქართულ მოსახლეობასთან. 
        აზერბაიჯანული თემი განსაკუთრებით გამოირჩევა ნაადრევ ქორწინებათა სიმრავლით.  მიუხედავად იმისა, რომ ეს სოფლები ფქტობრივად გორთან არის მიბმული და ინტეგრაციის პროცესიც საკმაოდ შესამჩნევია, მაინც გვხვდება პრობლემები, რომლებიც ნაადრევ ასაკში ქორწინებას მოჰყვება.  აქ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ პრობლემა ძირითადად გოგონებთან მიმართებაში ვლინდება. ისინი ხშირად ან არ შეჰყავთ სკოლაში, ან დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ ატოვებინებენ სკოლას.
      ნაადრევი და არანებაყოფლობითი ქორწინება  ტრადიციულია აზერბაიჯანელი ეთნოსისათვის, მაგრამ ვფიქრობთ, აქ  გადამეტებულიც ბევრია. ხშირად რელიგიის ნორმებისა და ტრადიციის მომიზეზება ხდება და ირღვევა ადამიანის უფლებები.
პრობლემა 2.ეთნიკურ უმცირესობებში  ხალხში დღემდე შემონახულია  ტრადიციები .
       მოსწავლე-ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულები ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის კვლევებში ,ამავდროულად ახალგაზრდები და მთლიანად საზოგადოება განიცდის  ინფორმაციის სიმწირეს,როგორც ეთნიკური  ,ასევე  არაეთნიკური  მოსახლეობის   ტრადიციების მიმართ.
4.
პროექტის მიზანი

მიზანი 1:
მოსწავლეები გაეცნობიან არა მარტო აზერბაიჯანელების, არამედ ქართველების, სომხების, ებრაელების და სხვ. საქორწინო ტრადიციებს.შისწავლონ მათი ტრადიციები ,  აამაღლონ მათში ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით ქალთა უფებების) ცოდნა-დაცვის კომპეტენცია და აამაღლონ მათი ცნობიერება.დაამყარონ მათთან უფრო მეტი კონტაქტები,ჩაუყარონ საფუძველი არაეთნიკური მოსახლეობის ღრმა ინტეგრირებას ფართო საზოგადოებრივ ველში.
მიზანი 2:      ქართული ტრადიციების მოძიება-კვლევაში მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართვა. მეტი ინფრომირებულობა,,როგორც  ეთნიკური,ასევე
არაეთნიკური მოსახლეობის   ტრადიციების .გარშემო.ასევე ეთნიკური მოსახლეობის ირგვლივ ,საზოგადოების წევრების ჩართულობის ხარსიხსის და ინტერისის გაზრდა .მოსწავლე-ახალგაზრდებში,   ტრადიციებისადმი პატივისცემის განცდა ,არამატერიალური მემკვიდრეობის კვლევების უნარის განვითარება და პოზიტიური დამოკიდებულება აღნიშნული საკითხების მიმართ.
   
5.
ამოცანები

Ø  ამოცანები:
Ø   გორის საგანამანათლებლო რესურსცენტრის მიერ სკოლების ინფორმირება „საზაფხულო ეთნოსკოლის “და მისი ფუნქციონირების შესახებ და საინიციატივო ჯგუფების შექმნა .ეთნოსკოლა იფუნქციონერებს გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
Ø  ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარების და მსტერ-კლასების,დიკსუსიების და ვიქტორინის  ჩატარება ადამიანის უფლებებზე ,გენდერზე ,ნაადრევ ქორწინებაზე ,ეთნიკურ უმცირესობებთან ინტეგრაციაზე და კულტურურლი მემეკვიდრეობის მნიშვნელოვან საკითხებზე , აგრეთვე სოციოლოგიური კვლევის  და ზოგადად კვლევის ანალიზის საკითხების შესწავლა .დებატების ჩატარება თემაზე „უნდა იყოს თუ არა ქალი სზოგადოებრივი საქმინაობებით დაკავებული“
Ø  ,არაეთნიკურ მოსახლეობაში  სხვადასხვა ღირებულეებისა და ტრადიციების  მოკვლევა ირგვლივ.აღნიშნული საკითხის განხილვა -შეჯამება  ეთნოგრაფების მიერ.
Ø  სპორტული აქტივობების და სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების განხორციელება,
Ø   
Ø  გადამუშავებული ინფორმაციის გავრცელება საინფრომაციო ბუკლეტების,მცირემეტრაჟიანი ფილმის „ეთნონარკვევები“-ს  და ინტერნეტ-სივრცის მეშვეობით.
პროექტის პრეზენტაცია და მონაწილეთა დაჯილდოება.
6.
პროექტის განხორციელების გზები

Ø   გორის საგანამანათლებლო რესურსცენტრის მიერ  სკოლების ინფორმირება „საზაფხულო ეთნოსკოლის მიზნებისა და ამოცანების  შესახებ   და საინიციატივო ჯგუფის შექმნა
Ø  საზაფხულო ეთნოსკოლის  შექმნა გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში , ეთნიკურ უმცირესობებთან ინტეგრაციის,ადამიანის უფლებების ,ნაადრევი ქორწინების ,სოცლიოლოგიური კვლევების  და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკითხების შესწავლსისათვის.
Ø   ტრენინგის ჩატარება გორის ისუტიციის სახლში „დანაშაულის პრევენციის ცენრში თემაზე :ადამიანის უფლებები“ და დიკსუსია.
Ø  ღონისძეიბა „ქართული საბრძოლო ხელოვნება“ ახალგაზრდები არაეთნიკურ და ქართველ თანატოლებს წარმოუდგენენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლებს. აქ პროექტის ხელსემწყობია შიდა ქართლის კავშირი „ქართული საბრძოლო ხელოვნება-შავფაროსნები“და ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში გოგონებს შორის.(ხელშემწყობი ორგანიზაცია სიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაცია“
Ø  სპეციალისტის (ექიმის) მოწვევა და დიკსუია თემაზე „ნაადრევის ქორწინების უარყოფითი მხარეები“და აღნიშნულ თემაზე საგანმანათლებლო ფილმის ჩვენება .
Ø  ეთნოგრაფების შეხვედრა ახალგაზრდებთან სოციოლოგიურ კვლევებზე ,მის ანალიზზე და ზოგადად კვლევების ჩატარება-აღრიცხვის სპეციფიკაზე.
Ø   სამუშაო ჯგუფებად გადანაწილება ,დავალებების მიცმა და ჯგუბების მობილიზება ორთაშნის მოსახლეობასთან სამუსაოდ.მათთან კომუნიკაციის დამყარება და მუშაობა ზემოთ ხსენებულ საკითხებზე.
Ø  შესრულებულებუი დავალებების წარდეგნა „საზაფხულო ეთნოსკოლაში „ და განხილვა-შეჯამება.ახალი დავალებების მიცემა -გადანაწილება განსახორციელებელი სამუშაოს მეორე ეტაპისთვის  და სამუშაოს განხორციელება.
ვიქტორინის ჩატარება ჯგუფებს შორის თემებზე „გენდერი,ადამიანის უფლებები ,ეთნიკური უმცირესობები და მათთან ინტეგრაციის გზები,სოციოლოგიური კვლევების ანალიზი.ნაადრევი ქორწინება.
.
Ø  ინფორმაციის გავრცლება ინტერნეტსიცვრცით ,ადგილობრივი რესურსცენტრის ,საინფრომაციო ბუკლეტებით ,მცირემეტრაჟიანი ფილმის „ეთნონარკვევების მატიანის „მეშვეობით.
Ø  პროექტის შემაჯამებელი საღამოს მოწყობა მუზეუში. .ფილმის „ეთნონარკვევების „ჩვენება,პროექტში მონაწილეთა დაჯილოდება
Ø  ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის თანამაშრომლების  და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლების სტუმრობა პროექტის  მონაწილეებთან.ევროპულ ღირებულებებზე.
Ø  ექსკურსია.ვიზიტი ტოლერანტობის ცენტრში .ტოლრანტობი ცენტრის თანამაშრომლის,ტოლერანტობის და მრავლფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის ბექა მინდიაშვილის  ლექცია „დემოკრატიული ღირებულებების  თემაზე,ასევე დისკუსია ცენტრის სხვა თანამაშრომლებთან თემაზე“ეთნიკური ნაციონალიზმი“ .
7.
პროექტის შედეგების განსაზღვრა და .მდგრადობა .

პროექტის განხორცილების შემთხვევაში -პროექტი ბენეფიციარებს
 სარგებლობას მოუტანს, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით. სარგებელს მიიღებს ქ. გორისა და გორის რაიონის  საჯარო  და საბაზო სკოლების 20-მდე  (როგორც ქართველი ისე არაქართველი,)     მოსწავლე,      .პროექტის დასრულების შემდეგ ისარგებლებს ,ეთნიკური და არაეთნიკური მოსახლეობის დიდი ნაწილი.თვისობრიობა  კი ამ ადამიანების ცნობიერების ,ინფორმირებულობის ,საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის ხარისხის ამაღლებაში აისახება.გაიზრდება მოსახლეობის ცნობეირება ადამიანის უფლებებზე .კერძოდ  ქალისა და კაცის თანასწორობის ინსტიტუტის გაძლერებასა და დანერგვაში, მოხდება არაპოზიტიური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ნაადრევი ქორწინების მიმართ.საფუძველი ჩაეყრება თავად ეთნიკური და არაეთნიკური მოსახლეობის მხრიდან პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას .გაიზრდება ადამიანთა ინფორმირებულობის ხარისხი,ამაღლდება მოსწავლეთა და სტუდენტთა აკადემიურობა ,გაღრმავდება ეთნიკურ და არაეთნიკურ  ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობითი,შემოქმედებითი,კვლევითი ,კრიტიკული აზროვნების ,ინფორმაციის მიღება -გადამუშავება-გაცვლითი უნარები.აიწევს აკადემიურობის ხარისხი , ,მოსწავლეები უკეთ  მოახდენენ ტრანსფერს ერთი დისციპლინიდან სხვადასხვა დისციპლინებში. პროექტი მოსწავლეებს საშუალებას  მისცემს, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება,ისინი შეხვდებიან და ესაუბრებიან არაერთ ცნობილ და გამოცლილ ადამიანებს  .ესტუმრებიან ტოერანტობის ცენტრს ,ასევწე მოიწვევენ მათ „ეთნოსკოლასი“პროექტის პრეზენტაციისას,ვიქტრინას ჩაატარებენ ევროკავშირის საინფრომაციო ცენტრის ხელსეწყობით. რაც საბოლოო ჯამში დადებითად იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.
  აგრეთვე გამყარდება პედაგოგებს შორის თანამშრომლობითი კულტურა, ამაღლდება მოსწავლე-მასწავლებლის მოტივაცია,რაც თავისთავად პროექტის მდგრადობას განაპირობებს .ამ პროექტის დასრულება დასაბამი იქნება პროექტის არეალის გაფართოების და უკვე ტანას ხეობის ,კერძოდ ლევიტანელ არაეთნიკურ  მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარება და მათთან ინტეგრაცია ,მათი თემის ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებზე და განსაკუთრებით ქალთა უფლებებზე ,ნაადრევი ქორწინების საკითხებზე.რამეთუ ეს სოფელი საკმაოდ მოშორებულია გორისა და გორის რაიონის მოსახლეობას როგორც გეოგრაფიულად ,ასევე   შეხედულებებით და ღირებულებებით. გვსურს ამ თემის  ახალგაზრდების გააქტიურება და მათთან ინტეგრაცია.მსგავსი ტიპის პროეტების განხორციელება კი დაგვეხმარება ამდაგვარი და სხვა პრობლემების მოგვარებაში.   გაიზრდება სამთავრობო და არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების რიცხვი ,რაც ხელს შეუწყობს  ღია სამოქალაქო საზოგადოების გაძლერებას და დემოკრატიული  ღირებულებების განმტკიცებას.გაიზრდება მოსწავლე-ხალგზრდების მოტივაცია.
შედეგების მდგრდობა გამოიხატება იმაში ,რომ შემდგომ პროექტებში მეტი ქართველი თუ არაქართველი  მოსწავლე და მასწავლებელი იქნება ჩართული,გამოვაცხადებთ სხვადასხვა სახის კონკურსებს ,როგორც მოსწავლეებისთვის ,ასევე პედაგოგებისთვის.იქნება გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების ,ბლოგების ,ესეების,ნახატების ,ხელნაკეთი ნივთების კონკურსები.მოეწყობა დებატები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე .
მოვიძიებსთ სპონსორებს.

8.
მონიტორინგი და შეფასება


მონიტორინგს  განახორცილებს  როგორც დონორი ორგანიზაცია ,ასევე გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

მოსალოდნელი რისკები: ფორსმაჟორული გარემო;
მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა .ფორსმაჟორის შემთხვევაში გვაქავს პროეტის ეტაპების განხორციელების გადაწევის საშუალება 2კვირით.
რისკებიდან თავის დაღწევის გზა მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიძლია სხვა მოსწავლით ჩანაცვლება.( დაბალი ჩართულობის შემთხვევაში).
                            პროექტის განხორციელების გეგმა

N
აქტივობები
დრო
1
 ქ.გორისა და გორის რაიონის სკოლების  სკოლების ინფორმირება გორის საგანამანათლებლო რესურსცენტრის მიერ და საინიციატივო ჯგუფის შექმნა
28-29  ივნისი
2

ქ.გორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ ინიციატივების წარდგენა თანატოლებთან
1ივლისი
3
ახალგაზრდების  მიწვევა  საზაფხულო „ეთნოსკოლის“გახსნაზე.პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა და  ტრენინგი თემაზე „ეთნიკური უმცირესობები „

    3-5ივლისი
4
ღოონისძიება“ ქართული საბრძოლო ხელოვნების „ჩვენება.

8 ივლისი
5
.ტრენინგი „ადამიანის უფლებებზე“ -გორის ისუტიციის სახლში.“დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგი.
15ივლისი
6
ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში გოგონებს შორის

19 ივლისი
7
ვიზიტი გორის რაიონულ საამართლოში

22ივლისი
8
სპეციალისტის მოწვევა .ტრენინგი თემაზე „ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები“ ,ფილმის ჩვენება.

23ივლისი
9
შეხვდერა მუზეუმში ეთნოგრაფებთან და  და საარქივო ფონდის გაცნობა,ასევე სოციულოგიური კვლევის ანალიზის შესწავლა.გადანაწილება სამუშაო ჯგუფში ტერიტორიების და და  შესასრულებელი  სამუშაოების მიხედვით.

28ვლისი.
10
სამუშაო ჯგუფების გასვლა  თედოწმინდის  მოსახლეობასთან.
3აგვისტო
10
ჯგუფების დაბრუნება ეთნოცენტრში  და შესრულებული დავალების წარდგენა ეთნოგრაფებთან.დავალების შეჯამება და სამუშაოს ახალი ეტაპისთვის მზადება.
10 აგვისტო
11
 გასვლითი სამუშაოს მეორე ეტაპი.
15აგვისტო
12
სამუშაო შეხვდერა „საზაფხულო ეთნოსკოლაში “  და შედეგების შეფასება.

18აგვისტო
13
ვიქტორინის ჩატარება ჯგუფებს შორის თემებზე“გენდერი,ნაადრევი ქორწინება,ეთნიკური უმცირესობები ,ადამიანის უფლებები და კულტურული მემკვიდრეობა.ვიქტორინის ხელშემწყობია ევროკავშირის საინაფორმაციო ცემტრი.
25 აგვსიტო
14
დებატები თემაზე „ნაადრევი ქორწინება“
 10 სექტემბერი
15
პროექტის პრეზენტცია ,ფილმის „ეთნონარკვევების „ჩვენება და პროექტში მონაწილეთა დაჯილდოება სერთიფიკატებით.
25 სექტემბერი
16
ექსკურსია(ვიზიტი ტოლერანტობის ცენტრში)
28 სექტემბერი